„ამ ქვეყნის ბედიც, თითოეული მისი მოქალაქის ბედიც ფეხებზე გკიდიათ, თქვენც და თქვენს პრემიერმინისტრსაც და განსაკუთრებით ზებრის პატრონს, შუშის სასახლეში მჯდომ ადამიანს“, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ეკა ბესელიას:
„ეს არის თქვენი არსი, რომ გადაფაროთ თქვენი პირადი პასუხისმგებლობა და თქვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა. 9 თვის ბავშვის მკვლელობაზეც პირადად თქვენ ხართ პასუხისმგებელი, დაძრწით აღარ იცით სად წახვიდეთ. მართლა ფაშასავით უნდა იაროს ჩვენმა პრემიერმა თუ რა არის? მთელი თქვენი პათოსი არის ფუჭი, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი ადამიანი, რომელსაც ეს ქვეყანაც, ამ ქვეყნის ბედიც თითოეული მისი მოქალაქის ბედიც ფეხებზე გკიდიათ. თქვენც და თქვენს პრემიერმინისტრსაც და განსაკუთრებით ზებრის პატრონს, შუშის სასახლეში მჯდომ ადამიანს“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






