,,ექსპრეზიდენტის იუშენკოს სამუშაო გრაფიკი 6 აპრილისთვის იყო შემდეგი: იუშჩენკო პარტია "Наша Украина"-ს პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავდა, შესაბამისად ის ამ დღეს კიევში საკუთარ ოფისში მუშაობდა“, - განაცხადა ვანიკოვამ.
მისი თქმით, იუშენკო მზად არის საქართველოს ბიუჯეტს და პარლამენტს 400 დოლარი აუნაზღაუროს.
,,იმედია, 400 დოლარი, რომელსაც ჩვენ ჰუმანიტარული დახმარების სახით გავცემთ, საქართველოს პარლამენტს ქვეყანაში კორუფციის დაძლევაში დაეხმარება და არ შერცხვებიან დალეული ჩაისა და გამოყენებული საპნის დათვლისას“, - დასძინა პრესმდივანმა და იქვე დაამატა, რომ ,,ასევე მზად ვართ დავამატოთ ერთი კასრი თაფლი, მურაბა და საპონი შამპუნთან ერთად“.
„ჩემი მხრიდან მინდა დავამატო, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 7 ჭიქა ჩაის დალევისა და ერთჯერადი ჩუსტების გარშემო „საპნის“ დისკუსიის პრიმიტიულობა ქართული პარლამენტარიზმისა და ქართული დემოკრატიის ღრმა ინტელექტუალურ კრიზისზე მიუთითებს“, - განაცხადა ვანიკოვამ.
მასალის გამოყენების პირობები






