ებრაელი ინვესტორები თბილისში ორი ახალი სასტუმროს აშენებას აპირებენ. ახალი პროექტის შესხებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე გახდა ცნობილი.
"ფორუმის ფარგლებში ხუთ საინვესტიციო პროექტს მოეწერა ხელი, აქედან ორი სასტუმროს,ორი საშუალო წარმადობის საწარმოსა და ერთიც მაღალტექნოლოგიური საწარმოსპროექტია. დღეს კიდევ გვექნება საინტერესო განხილვები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასზემეტი ინვესტორია ჩამოსული საქართველოში, აქ არიან თითქმის ყველა სპექტრის კომპანიები,დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია. საქართველოს მხრიდანაც, ბიზნესის სფეროდანარის დიდი ინტერესი ისრაელის კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობის და ჩვენ ძალიანმოხარულნი ვართ ამის გამო" - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ქორთიარდ მერიოტში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ და საქართველოს ეროვნულმასაინვესტიციო სააგენტომ ერთობლივი ბიზნეს ფორუმი გამართეს, რომელიც ქართველთა დაებრაელთა 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილის ფარგლებში განხორციელდა.
ფორუმს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორი, საქართველოს ვიცე პრემიერი, თბილისის მერი დაქნესეთის ვიცე სპიკერი ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






