რუსეთს სურს მეზობლები მუდმივი დაძაბულობის ქვეშ ამყოფოს - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 17:24, 21 Oct, 2014     1204

„ჩვენ ვცდილობთ, მივაწოდოთ მესიჯი რუს პოლიტიკოსებს, რომ სტაბილური მეზობლები მათ საზღვრებთან არის კარგი არა მხოლოდ მეზობლებისთვის, არამედ თვითონ რუსეთის ფედერაციისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტოკიოში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველომ პროდასავლური გზა აირჩია.

"ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ჩვენს საერთო მეზობელთან, რუსეთთან ურთიერთობა. ამ წლის დასაწყისიდან ჩვენ ვნახეთ რუსეთის ძალიან აგრესიული პოლიტიკის მეორე ტალღა რეგიონში. პირველი ტალღა იყო 2008 წელს, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მეორე ტალღა კი იყო 2014-ში უკრაინაში. ახლა რუსეთი აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკას საქართველოში და მიიწევს ჩვენი ტერიტორიის ანექსიისკენ. ჩვენ ძალიან მტკიცედ დავგმეთ მისი ეს ქმედებები. ჩვენ ვცდილობთ, მივაწოდოთ მესიჯი რუს პოლიტიკოსებს, რომ სტაბილური მეზობლები მათ საზღვრებთან არის კარგი არა მხოლოდ მეზობლებისთვის, არამედ თვითონ რუსეთის ფედერაციისთვის. ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებსაც მთელს მსოფლიოში, რომ კრიზისები მოხდებოდა, სანამ არ გვექნებოდა მტკიცე პოზიცია რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგთან დაკავშირებით",-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ცდილობდა, აეხსნა მსოფლიოსთვის, რომ რეაგირება ისეთ ცალკეულ შემთხვევაზე კი არ უნდა მოვახდინოთ, როგორიცაა, მაგალითად, საქართველო ან უკრაინა, არამედ უნდა მოვახდინოთ რეაქცია გლობალურად. თუ ჩვენ ასე არ მოვიქცევით და ვერ მივხვდებით, რომ მშვიდი, სტაბილური, დემოკრატიული მეზობლები არის სასარგებლო ქვეყნისთვის და თუ არ გადავჭრით ამ საკითხებს, მოვახდენთ მილიონობით ადამიანის ცხოვრების დესტაბილიზაციას.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთს სურს, მეზობლები მუდმივი დაძაბულობის ქვეშ ამყოფოს.

"რუსეთს შეუძლია, პრობლემები შექმნას მეზობლების ტერიტორიაზე მისი სურვილის ნებისმიერ შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ტერიტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დიდ ქვეყანას, რომელსაც აქვს ატომური იარაღი, სურს, მისი მეზობლები მუდმივად იყვნენ შეწუხებულნი. ეს მოიცავს ევრაზიული კონტინენტის ძალიან დიდ ნაწილს. ეს ნიშნავს დაძაბულობას გლობუსის დიდ ნაწილზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42