7-თვიანი პაუზის შემდეგ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მომუშავე უწყებათაშორისი საბჭო მუშაობას განაახლებს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
პრემიერ-მინისტრის განცხადების საფუძველზე, საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. საბჭოს შემადგენლობაში შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრები იქნებიან. კომისიის მუშაობას მეორე ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
24 ოქტომბერს კი ღარიბაშვილი „ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნულ სტრატეგიას“ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მომუშავე უწყებათაშორისმა საბჭომ მუშაობა აპრილში შეწყვიტა. მუშაობის შეწყვეტის მიზეზი კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები გახდა, რომლის მიხედვით საბჭოს კოორდინაციას პრემიერ-მინისტრი გაუწევს. მანამდე კი ეს პრეზიდენტის პრეროგატივა იყო.
მასალის გამოყენების პირობები






