დღეს კახეთში ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას 6,4 კილომეტრიანი გზა გაიხსნა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახლადრეაბილიტირებული გზა სიღნაღის მუნიციპალიტეტის 10 სოფელს ემსახურება და ერთადერთია, რომელიც ამ სოფლებს მუნიციპალურ ცენტრთან აკავშირებს. მისით მუდმივად სარგებლობს 20 000 ადამიანი, ასევე, მხოლოდ აღნიშნული გზით გადადგილდება ადგილობრივი მუნიციპალური ტრანსპორტი. დღეიდან, მათი მგზავრობის ხანგრძლივობა სოფლიდან ცენტრამდე მნიშვნელოვნად შემცირდება და კომფორტული გახდება.
ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილოგზის (კმ16-კმ22) რეაბილიტირებული მონაკვეთი სიღნაღისმუნიციპალიტეტში იწყება და უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზას სოფელ ანაგას ტერიტორიაზე. პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე (SLRP II) პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 3 222 900 ლარი შეადგინა. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკმადააფინანსა და სამუშაოები ს.ს. „კავკასავტომაგისტრალმა“ შეასრულა. სამუშაოებზე დასაქმდა 50-მდე ადამიანი, აქედან 50% ადგილობრივი მოსახლე.
პროექტის შესაბამისად განხორციელდა: გზის სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, ბორდიურების, ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. შეკეთდა არსებული და მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. ასევე, მოეწყო რკინაბეტონის საყრდენი კედლები და მიერთებები.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის რეგიონში, წელს, 23 პროექტს ახორციელებს, მათ შორის - საგზაო მონაკვეთების სარეაბილიტაციო და ნაპირსამაგრ სამუშაოებს.
ახალი გზის პრეზენტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ, კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა, საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა, დღეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთდ გახსნეს.
მასალის გამოყენების პირობები






