პრემიერის ,,მანდარინ ორიენტალში“ ცხოვრების ხარჯები და შეუსრულებელი ბიუჯეტი
პოლიტიკა - 16:33, 21 Oct, 2014     2486
პრემიერ-მინისტრისა და მისი დელეგაციის ნიუ-იორკში ვიზიტის ხარჯებზე ისაუბრა საპარლამენტო უმიცრესობის წევრმა ირმა ნადირაშილმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოგიდგენთ პრემიერ-მინისტრისა და მისი ამალის ნიუ-იორკში ვიზიტის ხარჯებს.

დელეგაცია შედგებოდა 3 წევრისგან. ჩვენ ხელთ გვაქვს 16 ადამიანის სამინივლინებო ხარჯი, გაწეული მთავრობის კანცელარიის ბიუჯეტიდან. სულ ეს თანხა შეადგენს 562 965 ლარს.

_სასტუმროში - ,,მანდარინ ორიენტალი“ გადაიხადეს - 175 651 ლარი;

_მგზავრობა დაჯდა - 147 375 ლარი;

_ბიუჯეტიდანაა გადახდილი სასტუმროს დამატებითი ხარჯები - 25 694 ლარი, ანუ მინი ბარი, სასმელის და სადილის ფულიც კი“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა და მისმა მეუღლემ ,,ლუფთჰანზას“ პრემიერ კლასით ისარგებლეს, რაც მისივე განმარტებით, ყველაზე ძვირადღირებულია ბილეთია. ნადიარშვილმა სასტუმროს ხარჯებიც დააკონკრეტა, რომელიც ,,მანდარინ ორიენტალში“ ცხოვრებისთვის იქნა გადახდილი.

,,აქვე საგანგებოდ უნდა გავუსვა ხაზი რამდენიმე, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვან მომენტს: პრემიმერ-მინისტრმა და მისმა მეუღლემ ბილეთში მიუნხენი-ნიუ-იორკი-მიუნხენი გადაიხადა თითომ 20 000 ლარი. ეს იყო არა ბიზნეს-კალსი, რაც თავითავად ძალიან კომფორტულია, არამედ პირველი პრემიერ კლასის ბილეთი. მინდა განგიმარტოთ, რომ ესაა ყველაზე ძვირადღირებული ბილეთი, რომელიც აქვს ავიაკომპანიას ,,ლუფთჰანზას“.

ასევე, პრემიერ-მინისტრმა ,,მანდარინ ორიენტალის“ ნომერში გადაიხადა 23 165 ლარი. ზუსტად იგივე დაჯდა ნუნუ თამაზაშვილის სასტუმროს ნომერიც.

ვიმეორებ, რომ 562 000 ლარი ეს არის მხოლოდ 16 ადამიანის ხარჯი. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ინფორმაციას იქ მყოფი მინისტრების, დეპუტატების და დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციასაც ძალიან მალე მოგაწვდით“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ საერთო ჯამში აღნიშნული ხარჯი, ბიუჯეტს და გადამხდელებს, თითქმის, მილიონი ლარი დაუჯდათ. დეპუტატის თქმით, ეს ხდება იმ ფონზე, როცა ბიუჯეტს არ აქვს თანხები პენსიების გასაზრდელად.

,,არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე ეხება ბიუჯეტს, რომელიც უკვე მეორე წელია არ სრულდება. ბიუჯეტს, სადაც არ არის არცერთი ლარი პენსიონერებისათვის პენსიის გასაზრდელად.

ჩვენ ვლაპარაკობთ მთავრობაზე, რომელმაც ასეთი ბრალდებებით ციხეში ჩაყარა პოლიტიკური ოპონენტები. ჩვენ ვლაპარაკობთ მთავრობაზე, რომლის საგარეო პოლიტიკის ეფექტი ნულის ტოლია“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42