საბურთალოზე, ი.ხვიჩიას #17 ნომერში, მანსარდის მშენებლობის მიზეზით ჩამონგრეული სადარბაზოს მოსახლეობა უსაფრთხოების მაღალი ზომების მიღებას და მერიის შესაბამისი სამსახურიების მხრიდან მკაცრ კონტროლს მოითხოვს.
„მერიამ მსგავსი ტიპის მანსარდების მშენებლობაზე ლიცენზიის გაცემის შემდეგ მონიტორინგი უნდა აწარმოოს, როგორც ჩანს ჩვენს სადარბაზოში უსაფრთხოების ზომები სათანადოდ არ იყო დაცული და ნგრევაც ამან გამოიწვია. ჩვენ გადავრჩით მაგრამ, შეიძლება სხვებიც აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში“, - აცხადებს ხვიჩიას ქუჩია #17 ნომრის მაცხოვრებელი.
„დიდი აფეთქების ხმას გავდა. სადარბაზოში გასვლისას საშინელი ვითარება დაგვხვდა, ფაქტიურად გასვლაც ვერ შევძელით რადგან კართან ჩამოწოლილი მიწა მეწყერივით მოიწევდა სახლში. საბედნიეროდ მხოლოდ მუშა დაშავდა მსუბუქად. როგორც გავიგე მომხდარს მე-4-ე და მე-3-ე სართულზე მცხოვრები მეზობლები შემთხვევით გადაურჩნენ, რადგან ინციდენტამდე ზუსტად 1 წუთით ადრე მოუწიათ შინ დაბრუნება.“ - ამბობს „ნიუპოსტთან“ საუბრისას მეორე მეზობელი.
დღეს დილის საათებში ხვიჩიას ქუჩის #17 ნომერში, სადაც 4 სართულიან კორპუსზე მანსარდის მშენებლობა მიმდინარეობდა, სადარბაზოს ჭერი ჩამოინგრა. სახურავიდან ნაშალი მასალა სადარბაზოში პირველ სართულამდე ჩამოწვა. სადარბაზ კვლავ პარალიზებულია, მოსახლეობის ნაწილი სახლებში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები იყო მობილიზებული.



მასალის გამოყენების პირობები






