New York Times-ში უსუფაშვილის წერილში დაახლოებით 75 000 ევროა გადახდილი
პოლიტიკა - 12:52, 21 Oct, 2014     2108

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის წერილის International New York Times-ში გამოქვეყნებაში 75 ათას ევრომდეა გადახდილი. ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტთან დაავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"2014 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ International New York Times-ში გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის წერილი სათაურით Saakashvili Prosecuted by His Own Past And Not Putin’s “Accomplice” Ivanishvili, რომელშიც გამოთქმული იყო ხელისუფლების მხარდამჭერი მოსაზრებები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.

„ტაბულას” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის სპიკერის სტატია გამოქვეყნდა როგორც რეკლამა, რაც საქართველოს „მთავრობის მიერ დაარსებულმა” საინფორმაციო ვებგვერდმა agenda.ge-მ, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც სტატიის ქვემოთ იყო განთავსებული, არ დაადასტურა. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ხაზინიდან New York Times-თვის ფული არ გადარიცხულა. თავად დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სტატია მან დაწერა და agenda.ge-ს გადასცა, თუმცა მისთვის მოულოდნელი იყო წერილის New York Times-ში გამოქვეყნება. უსუფაშვილის განმარტებით, სტატიისათვის ფული არც მას გადაუხდია.

ამ მასალასთან დაკავშირებით ჩვენ გაზეთ International New York Times-ს მივმართეთ და გავარკვიეთ, რომ დავით უსუფაშვილის სტატია გამოცემა agenda.ge-მ International New York Times-ის პარიზის ოფისს დაუკვეთა სექციაში მსოფლიო ამბები (World News), სადაც სრულ გვერდზე რეკლამის განთავსების ღირებულება დაახლოებით 75 000 ევროს შეადგენს. ამასთან, გაზეთის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ უსუფაშვილის წერილი სრულ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც International New York Times-ის წარმომადგენელმა განგვიცხადა, გაზეთმა მიმართა agenda.ge-ს თხოვნით, გაესწორებინათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დავით უსუფაშვილის სტატია რეკლამაა, თუმცა ამ მოთხოვნაზე მათ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების მიერ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული მასალა რეკლამა აღმოჩნდა. 2011 წელს ჩვენ გამოვეხმაურეთ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას პარლამენტში, სადაც მან აღნიშნა, რომ Financial Times-მა დაწერა სტატია საქართველოზე, რომელიც საქართველოს კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად აცხადებდა. ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად კი გამოქვეყნებული მასალა რეკლამას წარმოადგენდა.

ვინაიდან ეს სტატია მთავრობასთან პირდაპირ დაკავშირებულმა ვებგვერდმა agenda.ge-მ შეუკვეთა, ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გავგზავნეთ წერილები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე მთავრობის კანცელარიაში და იმავე მისამართზე მდებარე agenda.ge-სთან.

მნიშვნელოვანია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს, თუ ვინ გადაიხადა 75 000 ევრომდე agenda.ge-ს დაკვეთით გამოქვეყნებულ რეკლამაში: სახელმწიფომ, პოლიტიკურმა პარტიამ, კერძო ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42