საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ესაუბრა საინვესტიციო გარემოსა და იმ ახალ შესაძლებლობაზე, რომელსაც ამ კუთხით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება იძლევა. იაპონელმა ბიზნესმენებმა დაინტერესება გამოხატეს ქართული კომპანიების მიმართ.
ბიზნეს-თანამშრომლობის ასოციაცია „როტობო“ არის ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზიცია იაპონიაში, რომელიც ხელს უწყობს იაპონიისა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბიზნეს-თანამშრომლობას. შეხვედრა „რობოტოს“ პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყო. მან ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მიმზიდველია უცხოური ბიზნესისათვის.
ამის შემდეგ იაპონელ ბიზნესმენებს უკვე საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა:
“საქართველო ნამდვილად არის ქვეყანა, რომელიც სწრაფად ავითარებს ეკონომიკას. ეს ჩვენს მთავარ ეროვნულ მიზანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ მივესალმებით უცხოელი ბიზნესმენების ჩამოსვლას ჩვენს ქვეყანაში, არამედ ვავითარებთ კანონმდებლობას, ინსტრასტრუქტურასა და პროცედურებს ბიზნესის კეთებისთვის. ჩვენ ყოველთვის გამოვდიოდით არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მოწოდებით, რომელიც ისედაც ყველაზე ლიბერალურია, არამედ მიგვაჩნია, რომ ეს მთელს რეგიონში უნდა მოხდეს, რომ გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები. ჩვენ სწრაფად ვავითარებთ ინსტრასტრუქტურას, გზებს, მაგისტრალებს და პორტებს. მოხარული ვარ, რომ იაპონელი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ამ პროექტებში მონაწილეობით”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„როტობო“ 200-მდე მსხვილ კომპანიას აერთიანებს. ამის გათვალისწინებით, ქართველი ბიზნესმებისთვის ზალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა.
მასალის გამოყენების პირობები






