საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის აბსორბაციის მინისტრი და დელეგაციის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთობა იყო.
აღნიშნული შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერმა და ებრაული დელეგაციის წარმომადგენლებმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო როგორც ეკონომიკურ სფეროს ასევე თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთოხების სფეროში. ებრაული მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მათ სურთ რომ რეგიონში მშვიდობა იყოს.
„ისრაელთან გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი თანამშრომლობის ორმხრივი დონე, კარგად არის ცნობილი რომ გაიმართა პრემიერის ვიზიტი ისრაელში, ისრაელიდან არ გვაკლია მაღალი დონის სტუმრები, ვთანამშრომლობთ ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა და ტურიზმი, ინფრასტრუქტურული პროექტები, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიებები რომელიც ამ დღეებში იმართება, კიდევ უფრო გააღმავებს და ხელს შეუწყობს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებეს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
„ჩვენ საპარლამეტო დელეგაციასთან ვსაუბრობთ ისეთ საკანონმდებლო ურთიერთობებზე, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, აქ იმყოფება ძალიან ბევრი ბიზნესმენი, რომელთაც აქვთ კონკრეტული გეგმები საქართველოსთან მიმართებაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და ეს გახლავთ ჩვენი პრემიერს დამსახურება“,- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






