„რუსეთი სამწუხაროდ რჩება საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ და ჩვენ ამ საფრთხეს უნდა გავუმკლავდეთ, არა ჭორაობით, არამედ სახელმწიფოებრივი სოლიდური მოქმედებით“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარემ ვანო მაჭავარიანის მიერ საგარეო უწყების დადანაშაულებას პრეზიდენტისა და პუტინის შეხვედრის ჩაშლაში.
უსუფაშვილი აცხადებს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები თუნდაც ორსაუკუნოვანი მეგობრობით სამწუხაროდ ვერ იკვეხნის და როგორც ჩანს, ეს მომავალი საუკუნეების გეგმაა.
მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ ურთიერთობების გამოსწორება შესაძლოა ამ საუკუნეშიც მოხდეს, თუმცა მისივე თქმით, ეს მალე ვერ მოხერხდება.
უსუფაშვილი აქვე განმარტავს, რომ კვირაში ერთხელ ვანო მაჭავარიანის მიერ გამოტანილი ახალი თემების კომენტირებით მთელი მთავრობა და პარლამენტი დაკავებული არ უნდა იყოს.
მასალის გამოყენების პირობები






