ოჯახური ძალადობის გახშირებულ ფაქტებს კიდევე ერთხელ აფასებენ უმრავლესობაში და აცხადებენ, რომ ერთობლივად უნდა დაიგეგმოს ქმედითი ნაბიჯები.
უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე საზოგადოების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა იმ არაჯანსაღ ფსიქიურ მდგომარეობაზე, რომელშიც დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფება.
ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით კი სპეციალური კომისია, რომელიც ხვალ შეიკრიბება იმსჯელებს იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა ამ სიმძიმის ფაქტების წარმოშობა. სხდომაზე ასევე ისაუბრებენ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უნდა დაიგეგმოს ერთობლივად, იმისათვის რომ ქვეყანა ებრძოლოს ძალადობის სახიფათო ტენდენციებს.
ბესელიას მიერ ოჯახური თემაზე სპეციალური მსჯელობის მოწყობის აზრს ვერ ხედავენ უმცირესობაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ეკა ბესელია კომიტეტის სხდომას არ უნდა ატარებდეს მის მიერ მაკა წივწივაძის მკვლელობიდან რამდენიმე საათში გაკეთებული კომენტარის შემდეგ.
ბოკუჩავა აქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს აღსრულების პრობლემა და სამართალდამცავები ნაცვლად იმისა, რომ იცავდნენ ქალებს მსგავსი ძალადობისგან ოპოზიციის დევნით არიან დაკავებულები.
მასალის გამოყენების პირობები






