“აქციის დაშლა ატარებდა სრულიად უკანონო ხასიათს“, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი ტუღუში რამდენიმე დღის წინ პრემიერის სახლთან მომხდარ დაკავებებს.
გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ მონაწილეთა დაპატიმრების გადაწყვეტილება მართებული არ იყო და პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობს. მისივე თქმით, ნებისმიერი შეკრება, რომელიც კანონს არ არღვევს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უნდა წარიმართოს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლთან ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა - აქციაზე ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის შეწყვეტას ითხოვდნენ. ინციდენტი აქციის მონაწილეებსა და გამვლელებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებით დაიწყო, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქცია "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის უხეში დარღვევით მიმდინარეობდა. შედეგად 7 ადამიანი დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






