ბატონო კოლეგა, თქვენ, ბოდიში მომითხოვია და დილიდან ხომ არ გძმარავთ? - თარგამაძე
სოც.მედია - 21:11, 20 Oct, 2014     3202

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ირაკლი სესიაშვილის განცხადებას, რომ პრემიერის სახლთან აქციებით მისი მეზობლები წუხდებიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ბატონო კოლეგა, თქვენ, ბოდიში მომითხოვია და დილიდან ხომ არ გძმარავთ? რაებს მიედ-მოედებით? ერთადერთი, რაც ამ პატარა ქუჩაზე მაცხოვრებელთათვის ქმნის დისკომფორტს, თანაც, დროთა განმავლობაში სულ უფრო გაუსაძლისს, არის ამ არსების ჩემს გვერდით კორპუსში, ათ ნომერში ჩასახლება. ერთიანად მაცხოვრებელთა, ქოცებისა (რომლებიც უპირატესად სახლობენ აქ) და ნაცებისაც (რომლებიც აშკარა უმცირესობაში ვართ) სურვილი არის - ამან აქედან აახვიოს! თუ გნებავთ, ხელმოწერების აგროვების ინიცირებას გავაკეთებ. გავიგეთ, რომ დუპლექსი თავად ზვი-ძინმა აჩუქა. ისიც, რომ რემონტი ნუნუკამ საკუთარი გემოვნებით გააკეთა და ფეხებიც გააფიჩინა, აბა რისთვის გავაკეთეო, მაგრამ უეცრად ზვიგენითმოვლენილი თანამდებობის მომცრო გონებაში ვერგააზრებით გამოწვეული ჰიპერბოლიზებული სიდიადე ამ ვიწრო ქუჩაზე აშკარად ვერ ეტევა. ვერ ეტევა მუდმივად მზარდი ნაირნაირი დაცვა: ფორმიანი, პიჯაკიანი, გერმანულ ნაგაზიანი, ლაბრადორიანი, ზოგჯერ სატვირთო მანქანებით ავტომატიანი. ვერ ეტევა უკვე კადიროვის მსგავსი კორტეჟი გასვლა-შემოსვლისას. ვერ ეტევა სახურავზე 25 ნაძვის ასაზიდი ამწეკრანები, მთელი პირველი სართულის დაცვის ფორპოსტად მოსაწყობი ტექნიკა, სამი თვის მანძილზე მხოლოდ მისი კორპუსის მილებისა და სხვა კომუნიკაციების გამოცვლისთვის, გაუთავებელი გადათხრისთვის აქ მდგომი ბულდოზერები და ექსკავატორები, შემდეგ ასფალტის დამგები ტექნიკა და გუშინდელ აქციაზე მყოფთა რაოდენობაზე გაცილებით მეტი მუშები, თხრილების "შერეკილების" მსგავსად დამცველი პოლიციელები, მისი კორპუსის წინ ასფალტის სურნელოვანი ქაფით გამწმენდი მანქანები, მოსახლეობისგან მიტაცებული პარკინგის ჯერ ყვითლად მღებავები და შემდეგ იგივეს თეთრად გადამღებავები. ის შიზოფრენია, ყველანი ტელევიზიით რომ ადევნებთ თვალს, ყველაზე მეტად ჩვენს ქუჩაზე ყვავის.

ამიტომ, კოლეგა, მოსახლეობის აზრი თუ გაინტერესებთ, ინებეთ: როდესაც პრემიერი ასეთი მხდალი და მოთხოვნებში არანორმალურია, კეთილი ინებოს, ან პატრონს შეესახლოს ზებრის უფლებებით, ან, პრეზიდენტი თუ დუშეთიდან დადის, ამან იაროს დედოფლისწყაროდან, ან გამოსთხოვოს ზვიგენს უფლება და რომელიმე რეზიდენციაში დასახლდეს ხალხისგან შორს, აქედან კი ამ ეტაპზე აახვიოს და როცა მისი წარმოდგენის საწინააღმდეგოდ მისი მოღვაწეობა სწრაფად დასრულდება, თუ ხალხისგან გაჯოხვას გადაურჩა, იცხოვროს აქ მშვიდად მოგონებებში. და კიდევ ერთი: როდესაც ჩემი მხდალი მეზობელი თავად არაერთჯერადად უკეთებდა ინიცირებას ჩემს კორპუსთან თანასოფლელ ტიტუშკათა აქციებს, თქვენ ქუჩის მაცხოვრებლებზე რატომ არ ზრუნავდით? ან, სულაც, ჩვენი ხელისუფლების დროს როდესაც ჩემი კორპუსის წინ თქვენი ოპოზოცია მართავდა ხოლმე აქციებს, რომლების დროსაც არცერთი პოლიციელი ახლომახლოსაც კი არ მოდიოდა ექსცესების თავიდან ასაცილებლად, რად არ გამოხატავდით შეშფოთებას? ნამდვილად მეცოდებით, რადგან ნაცვლად იმისა, თქვენი თანამდებობის შესაბამისად, ახლა აფხაზეთის ანექსიის შეჩერების საკითხებით იყოთ დატვირთული, ანექსატორების მონის მონის მოსვრილის მოწმენდა დაგევალათ.მე 16 წლის ვიყავი სანიტარი, შემდეგ ჟურნალისტი, არასამთავრობოს წევრი და შემდეგ გავხდი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. როდესაც საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის გადაწყვეტილება გაგვქონდა, სწორად ჩვენი კომიტეტი იყო წამყვანი და პირველი პროფესიის დაბრუნებას არავინ მთხოვდა. თქვენ კი, ამ ასაკში, კომიტეტის თავმჯდომარე დაგარქვეს და სანიტრად გამუშავებენ",- წერსგივი თარგამაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42