"პოლიცია ადექვატურად არ რეაგირებს...ასეთი ბევრი ვიცი“ - ხიდაშელი ილიაუნში მომხდარ ფაქტზე
პოლიტიკა - 20:49, 20 Oct, 2014     1756

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ბოლო დროს გახშირებულ ოჯახურ ძალადობაზე საუბრობს. მისი თქმით, პრობლემა ძალიან რთული, ფართო და მრავალფეროვანია.

„მხოლოდ ერთი კომპონენტით რომ ვერბძოლოთ მას, არანაირი შედეგი არ იქნება. კანონი საქართველოში საკმაოდ ნორმალურია, მაგრამ კანონს ყველა ოჯახში, პირობითად, რა თქმა უნდა არა ყველა ოჯახში, ყველა ასეთ ოჯახში, პოლიციელს ვერ მივაყოლებთ და ვერ ჩავუყენებთ ბადრაგად. ამიტომ ამ ტიპის პრობლემას შეუძლებელია ებრძოლო მხოლოდ სახელმწიფოს ძალით“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამის შესახებ დეპუტატმა „იმედის“ ეთერში“ „ქრონიკაში“ ჩართვისას ისაუბრა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრობლემის აღმოფხვრა სკოლის წიგნებიდან უნდა დაიწყოს. ხიდაშელის აზრით, სასკოლო წიგნებში, თუნდაც მათემატიკის სახელმძღვანელოებში არ უნდა იყოს ნაჩვენები რომ ქალი სუსტია, - „ამან ამდენი ტონა აწია, ამან ამდენის აწევა ვერ შეძლო, იმიტომ რომ სუსტია და ა.შ.“

„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ კანონი, მაგრამ ისიც რაც დღეს წერია კანონში არც ის არ არის მსუბუქი. არც ხელისუფლების რეაგირებით არ ვარ კმაყოფილი, ბევრი შემთხვევა ვიცი მეც და მხოლოდ ილიაუნიში მომხდარი ფაქტი არ არის ერთადერთი, როდესაც პოლიცია არ რეაგირებს ადეკვატურად, მსგავსი ტიპის გაფრთხილებებზე. ამის მიზეზი ისიც არის ალბათ, რომ პოლიციაშიც იგივე მამაკაცები მუშაობენ, რომლებიც საზოგადოების სხვა ნაწილებში არიან, რომლებისთვისაც ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომლებმაც ეს ხვალ რომ გაიგონ მეზობელ ქალბატონს შეურაცხყოფს ქმარი, ამაზე უბრალოდ ხუმრობას დაიწყებს. ყველა ჩვენ ერთი საზოგადოების წევრები ვართ ამიტომ ნუ მოვთხოვთ ყველა პოლიციელს რასაც არ ვთხოვთ ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს მეზობლებს, ჩვენს მეგობრებს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს დამოკიდებულება, ეს გარემოა, რომელიც ასეთი ტიპის მოქმედებებს ახალისებს, თუ არ ახალისებს - წაყრულებულია“,- აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, იმას რომ იმ პოლიციელს, რომელმაც რეაგირება არ მოახდინა კონკრეტულ საჩივარზე პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42