ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26 წლის თავთან დაკავშირებით თბილისში დავით ბააზოვის მუზეუმი ხელმეორედ გაიხსნა. არსებული ინფორმაციით მუზეუმის რეაბილიტაციისათვის თანხა ექსპრემიერ მინისტრმა და ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გამოყო.
გახსნის ცერემონიალს ისრაელის წარმომადგენლები ასევე საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრემიერმინისტრები, ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი დაესწრნენ. ღონისძიება ისტორიული ურთიერთობების კვირეულის ფარგლებში იმართება.
მუზეუმის გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა მიმართეს. მოქმედმა პრემიერმინისტრმა წინამორბედს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია სწორედ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოხდა.
„ვიცი, რომ არ უყვარს სახალხოდ ასეთ თემებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია მუზეუმის რეაბილიტაცია სწორედ მისი წყალობით მოხდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ერებს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე გაამახვილა.
მასალის გამოყენების პირობები






