უნგრეთი ერთგული რჩება საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ- ეს განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს, და ამაში შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“ - აღნიშნა პიტერ სიარტომ .
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტი ლუქსემბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ შეხვედრებზე, განხილვის ერთ-ერთი მთავარ თემას.
ქართულმა მხარემ დოკუმენტის ანალიზი მოლაპრაკებების მონაწილეებს გააცნო.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე „28+1“ ფორმატში შეხვედრები დაიწყო. მიმდინარეობს შეხვედრები ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
მასალის გამოყენების პირობები






