მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისარმა შტეფან ფულემ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ შეხვედრის მთავარი თემა, რუსეთის მიერ ინიცირებული ახალი ხელშეკრულების პროექტი იყო.
მისი განცხადებით ეს ხელშეკრულება მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის წინააღმდეგაც, შტეფან ფულემ საქართველოს შიდა სიტუაციაზეც ისაუბრა,
„ჩვენ მოგვაწოდა ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ შემთხვევის შესახებ, ბევრი ვისაუბრეთ ამაზე, შევთანხმდით , რომ საჭიროა გავააქტიუროთ პოლიტიკური კონსულტაციები, ამგვარი ინიციატივები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ იქ მცხოვრები ადამიანების ლეგიტიმურ მისწრაფებებსაც, განვიხილეთ სხვა საკითხებიც, ვისაუბრეთ ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზეც, გაკეთდა კომენტარები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რთულ ურთიერთობებზე, მიმდინარე პოლიტიკურ სასამართლო პროცესებზე და იმაზე , რომ საჭიროა ხელისუფლებამ დაარწმუნოს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არამედ საერთაშორისო გაერთიანებაც, რომ სასამართლო ემსახურება სამართალს პროფესიონალურად. მიუკერძოებლად და რომ არ იყენებენ მას პოლიტიკური მიზნებისთვის"- განაცხადა შტეფან ფულემ.
მასალის გამოყენების პირობები






