სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, პირად კონტროლზე აიყვანოს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები. უჩა ნანუაშვილმა დღეს შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციიის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიშის მიხედვით, ქალთა უფლებები საჯარო და კერძო სამსახურებშიც ირღვევა. ომბუდსმენი მთავრობას რეკომენდაციებსაც სთავაზობს. სახალხო დამცველის აპარატი ხვალ კიდევ ერთ მიმართვას გაავრცელებს, სადაც რეკომენდაციები კონკრეტული ღონისძიებების სახით იქნება ჩამოყალიბებული ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
„ხვალ ჩვენ გავავრცელებთ კიდევ ერთ მიმართვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები უნდა გატარდეს ქვეყანაში იმისათვის, რომ ეს პრობლემები რეალურად მოგვარდეს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
მისივე თქმით, სერიოზული პრობლემები არსებობს სამართალდამცველების მიერ არაადეკვატური რეაგირების კუთხით და სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
„რეალურად პრობლემები არსებობს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკვშირებით. სწორედ მათი პასუხისგებლობაა, როცა საუბარი არის არაერთ ფაქტზე და რეაგირება იყო არადაეკკვატური. ეს არის ის რეალობა, რომელიც, უნდა ვაღიაროთ და აქედან უნდა დავიწყოთ საკითხის გადაწყვეტისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, - დასძინა ომბუდსმენმა.
მასალის გამოყენების პირობები






