დავით ნარმანია საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 14:42, 20 Oct, 2014     1214

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველო დღითი დღე უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება უცხოელი, განსაკუთრებით კი ებრაელი ინვესტორებისთვის. ვანცობიერთ რა უცხოური ინვესტიციების დიდ როლს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობა გთავაზობთ კერძო საკუთრებისა და ინვესტიციების დაცულობის მაღალ ხარისხს. აქვე გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ხელი შევუწყოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს საინვესტიციო ინტერესების ფორმირებისა და მათი განხორციელების პროცესში. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ საქართველოსა და თბილისის მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისთვის და მსურს, კიდევ ერთხელ დავარწმუნო თითოეული თქვენგანი, რომ თბილისი მზადაა ყველა თქვენი ინიციატივის განხილვისა და აქტიური მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, პოტენციურ და არსებულ ინვესტორებთან გამარტივებული და ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის მისაღწევად, თბილისის მთავრობის პრიორიტეტებია: ურბანული განვითარების გეგმის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც საერთაშორისო ინვესტორებს, ისე ადგილობრივ ბიზნესს, სწორად შეაფასოს საინვესტიციო პოტენციალი; საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემების დანერგვა ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტების სწრაფად განსახორციელებლად; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ინსტიტუტებისა და მექანიზმების გაძლიერება; მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მატარებელი პროექტების დამუშავება და პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზება; მერიის სტრუქტურაში ინვესტიციების ხელშეწყობის ჯგუფის, ფუნქციონირება, რომელიც საინვესტიციო ინტერესის წარმოშობის პირველი ეტაპიდანვე უზრუნველყოფს ინვესტორის წინაშე წამოჭრილი ყველა აქტუალური თუ პრობლემატური საკითხის განხილვას და მათ მინიმალურ დროში გადაწყვეტას.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ თბილისი გახდეს რეგიონის ბიზნესის, კულტურისა და ტურიზმის ცენტრი. თბილისის გლობალური კონკურენტუნარიანობის სტატუსის ადეკვატური ანალიზისა და თანამდევი პოლიტიკის განსახორცილებელად, ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ცნობილ სარეიტინგო და კვლევით კომპანიებთან. მივესალმებით საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს ქალაქისათვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით როგორებიცაა: განათლება, ტურიზმი, უძრავი ქონება, მყარი ნარჩენების მართვა, საექსპორტო პოტენციალის მატარებელი საწარმოების განვითარება, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ფარგლებში მიმდინარე ორდღიანი ბიზნეს ფორუმის მიზანია ისრაელისა და საერთაშორისო კომპანიებისთვის საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ტენდენციის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება, პოტენციური ინვესტორებისთვის უკვე წარმატებით განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტების გაცნობა და სხვა.

ფორუმს ესწრებიან ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, 100-მდე ბიზნესმენი ისრაელიდან, აშშ-დან, რუსეთიდან და ევროპიდან, ისრაელის ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც 100 000-მდე ბიზნესს აერთიანებენ, მსოფლიო რუსულენოვან ებრაელ ბიზნესმენთა და ფილანტროპთა ორგანიზაცია - ILC.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და BDO, ხოლო პარტნიორები: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ისრაელის სავაჭრო პალატა, ასევე სხვა ბიზნეს ორგანიზაციები ორივე მხრიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42