საქალაქო სასამართლოში პრემიერ-მინისტრის სახლთან დაკავებულების ახლობლები იკრიბებიან
პოლიტიკა - 14:11, 20 Oct, 2014     1703

საქალაქო სასამართლოში , გუშინ პრემიერ-მინისტრის სახლთან დაკავებულების ადვოკატები და მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც ცნობილია გუშინ პრემიერის სახლთან გამართულ აქციაზე 7 პირი დააკავეს, რომელთაგან 6-დაკავებულზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. თუმცა სხდომის დრო ამ დრომდე უცნობია. დაკავებილი მეშვიდე პირისლევან კვარაცხელიას საქმე კი ცალკე განიხილება, რადგან მისი ბრალი დამძიმდა, და ძიება სისხლის სამართლით გადაკვალიფიცირდა. დაკავებულებს შორისაა ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია, რომელსაც წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

როგორც ადვოკატი გოგა ონიანი აცხადებს, დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხის განხილვისას დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას განხილვის გადადების თაობაზე, რადგან მათ ჯერ, აქციის ვიდეომასალა და კადრების შესწავლა სურთ .

"ჩვენ გვაქვს სანახავი უამრავი კადრი, რისთვისაც დრო გვჭირდება, რათა მოსამართლეს დავუდასტუროთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები არაფერ შუაში არიან. პრემიერმა ვერ აიტანა 100-კაციანი ახალგაზრდების აქცია, მაშინ როდესაც მისი გუნდი აკრიტიკებდა 26 მაისის აქციაზე პოლიციის ქმედებებს. უფრო მასშტაბური აქციების შემთხვევაში ბევრად უარესია მოსალოდნელი", - განაცხადა გოგა ონიანმა.

მისივე ინფორმაციით, რომეო საჯაიას დაკავების ოქმი რამდენჯერმე დაიხა. "ოქმი დაწერეს, დახიეს და ახალი შეადგინეს". ადვოკატის შეფასებით, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი "თავის პიროვნულ ამბიციებს ვერ გადაახტა და დაიწყო მის ხელთ არსებული ბერკეტების - სახელმწიფო რესურსის გამოყენება".

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან გამართულ აქციაზე დეპუტატი აკაკი მინაშვილი და ადვოკატი გოგა ონიანი აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პრემიერს სასამართლოზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და სამართალდამცველებმა აქციის 7 მონაწილე დააკავეს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42