საქართველოს მთავრობა პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. პროექტი მცირე ბიზნესის წარმოების ხელშეწყობას გულისხმობს. როგორც ცნობილია, მთავრობის ახალი ინიციატივისათვის 20 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყოფა და ის 5 ათასამდე მოქალაქეზე განაწილდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით თანხას ის პირები მიიღებენ, ვინც გადამზადების კურსს გაივლიან და კონკრეტულ ბიზნესიდეას წარმოადგენენ.
„ძალიან კარგი პროექტია, 20 მილიონალმდე ლარით დაფინანსდება ეს პროექტი და 5 ათას ადამიანზე გადანაწილდება, სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც შესაბამის გადამზადების კურსს გაივლიან. ვფიქრობ, ეს მათთვის კარგი შანსი იქნება", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ღარიბაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაფინანსების მიღების შემდეგ შექმნან კოოპორატივები და ისე დაიწყონ მცირე ბიზნესის წარმოება.
„ვფიქრობ სწორი იქნება თუ შეიქმნება კოოპორატივები, შესაბამისად, გაერთიანდება რესურსიც“, - აცხადებს პრემიერი.
მასალის გამოყენების პირობები






