თეა თუთბერიძე: ჰაკიმ-ფაშას არ გიწოდებ, რადგან არ მინდა ჩემ ქვეყანას შეურაცხყოფა მივაყენო
პოლიტიკა - 12:20, 20 Oct, 2014     3857
Irakli Garibashvili Official ,,ირაკლი, საყვარელო (ჰაკიმ-ფაშას არ გიწოდებ, რადგან რაც არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გქვია და არ მინდა ჩემ ქვეყანას შეურაცხყოფა მივაყენო. რაც შეურაცხყოფილია თქვენისთანების ხელისუფლებაში ყოფნით ისიც კმარა), რა მინდა გირჩიო საყვარელო (კეთილი რჩევაა დამიჯერე). მოდი უახლეს ისტორიას მაინც გადაავლე თვალი პერიოდულად, კვირაში 3-4 დღე გამოყავი მაგისთვის. შორს არ გინდა წასვლა, აი შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდიდან დაიწყე თუ გინდა. თუ ბევრი კითხვა არ გიყვარს ან გეზარება, გაგიწევ დახმარებას და მოკლედ მოგიყვები ხოლმე რამ დააჩქარა შევარდნაძის ხელისუფლების დასრულება.

იყო ასეთი ორგანიზაცია სახელწოდებით კმარა (კახეთში მედიკო მეზვრიშვილი კმარას რომ ვერ იმახსოვრებდა, გეყოებს ეძახდა ხოლმე კმარელებს). ამ კმარაში ძირითადად სტუდენტები და ახალგაზრდები იყვნენ. ხო და ეს კმარა პატარ-პატარა აქციებს აწყობდა სხვადასხვა პრობლემებზე.
შევარდნაძეს ისეთი შიშები გაუჩინა ამ კმარამ, რომ მთავრობის სხდომა არ გადიოდა უფასო რეკლამა რომ არ გაეკეთებინა ჩვენი, და აქციას ვერ ვაწყობდით პოლიციას რომ არ დაეშალა-დაერბია ხოლმე. ხო და იცი მერე ამ ყველაფრის დასასრული რა იყო?
აბა წარმოიდგინე, შევარდნაძეს და მის მთავრობას ყურადღება რომ არ მიექციათ კმარელებისთვის და მათი აქციებისთვის, არც პოლიციას რომ არ დაერბია და დაეშალა ეს ჩვენი აქციები, რა იქნებოდა ამ შემთხვევაში? ალბათ არც არაფერი საყვარელო (სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ მას შემდეგ დაიწყო აქტიურობა, რაც დაინახა რომ ეს პატარ-პატარა მშვიდობიანი აქციები "ჭრიდა" და ამაზე მაშინდელი ქვეყნის მმართველი იჭრებოდა ).
ხო და ეხლა ამ ყველაფერს რატომ გიყვები საყვარელო იცი? იმიტომ კი არა რომ ძალიან მომწონს შენი მთავრობა და დიდი ხანი მინდა რომ იყოთ ქვეყნის მართვის სადავეებთან. არა, მაგის გამო არა. ორი მიზეზი მაქვს.

1. უბრალოდ იმდენად ჩქარა არ მინდა დასრულდეს ივანიშვილის მთავრობის მმართველობა, რომ ხალხმა კარგად ვერ შეიგრძნოს რა დედის ტ . . . . . აც მისცა ხმა; და მე-2. არ მინდა ნაციონალები ამავე შემადგენლობით დაბრუნდნენ ქვეყნის მართვის სადავეებთან (დიდი წმენდაა ჩასატარებელი ნაციონალების შიგნით და ამას დრო სჭირდება)."

ხო კიდევ ერთი. თავის ზემოთ აწევას და ჰაერში ყურებას, სისულელეების კეთებას და ლაპარაკს, ჯობია თავი დაბლა დასწიო და საქმეს მიხედო. ნუ აიჭრები ხოლმე აქციას თუ მოგიწყობენ. შენ დედოფლისწყაროში მორბენალი პატარა მოძველბიჭო ახალგაზრდა აღარ ხარ. შენ ეხლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გქვია და შეეჩვიე იმას, რომ საჯარო პირი ხარ. საჯარო პირებს კიდევ რა თმენის ვალდებულებებიც აკისრიათ, ამაზე შემდეგში ჩაგიტარებ პატარა ლექციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42