საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა, წუხელ, გვიან ღამით მომხდარ ინციდეტზე პირველი კომენატრი გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აქციის მონაწილეებს პროვოკატორები უწოდა. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელმაც მის სახლთან პროვოკაცია მოაწყო. ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მოუწოდებს, მსგავს ფაქტზებზე უფრო მეტი კონტროლი განახორციელონ.
„მსგავსი ფაქტები არის ყოვლად დასაგმობი და მიუღებელი, ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავსი ტიპის პროვოკაციებს და დესტრუქციულ ქმედებას, ეს არის დედაქალაქი თბილისი და სადაც არ უნდა იყოს იქნება ეს სოფელი, რაიონი ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ მმოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა, რომლებიც პირდაპირ გამოწვევად და დესტრუქციულად იქცევიან, შექმანან არეულობა და ქაორსი. პოლიციელზე როდესაც ხელს აღმართავს პროვოკატორი, დესტრუქციული ძალის მქონე ვიღაც პიროვნება, ეს არის ყოვლად დასჯადი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






