ირაკლი ღარიბაშვილი DEMETER-AWE Holdings-ის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 11:42, 20 Oct, 2014     1353
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანია DEMETER-AWE Holdings-ის დელეგაციას შეხვდა.
როგორც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და DEMETER-AWE Holdings-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ.
კომპანიის ექსპერტებმა აღნიშნული კვლევა საქართველოს რეგიონებში, ადგილზე არსებული ვითარების შესწავლის საფუძველზე შეიმუშავეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტუმრებს სოფლის მეურნეობის დარგში გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, აღნიშნულ სექტორში წამყვან სიტყვას მევენახეობა ამბობს, რადგან საქართველოს ღვინის 8000 წლიანი ისტორია აქვს და ვაზის 500-ზე მეტი ენდემური ჯიში გააჩნია.
"საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს, მათ შორის კლიმატური თვალსაზრისით. სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ ისრაელის გამოცდილება უდიდესი ღირებულების მატარებელია საქართველოსთვის.
"მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით", - დასძინა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ქართულ-ებრაული მეგობრობის იუბილეზე დასწრებისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი რომან ჩხენკელი დაესწრნენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42