ისრაელის აბსორბაციის მინისტრი საქართველოს ეწვია
პოლიტიკა - 10:05, 20 Oct, 2014     1592

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ისრაელის აბსორბაციის მინისტრი. სოფია ლანვერი თბილისში ისრაელი-საქართველოს 26-საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით ჩამოვიდა. სტუმარს აეროპორტში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დახვდა. გელა დუმბაძემ ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ სამინისტროს გამოცდილების გაზიარება მისი უწყების ეფექტური მუშაობისთვის სასარგებლო იქნება.

"ჩემთვის, პირადად, ძალიან მნიშვნელოვანია აბსორბციის სამინისტროს მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც მიმართული არის მიგრანტების დასაქმებასთან, ინტეგრაციასთან და სხვადასხვა ნიუანსებთან", - განაცხადა დიასპორის სახელმწიფო მინისტრმა.

სოფია ლანვერს დაგეგმილი აქვს ოფიციალური შეხვედრები საქართველოს პრემიერ მინისტრთან და ასევე მის ქართველ კოლეგასთან. შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებისა და სამომავლოდ თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ. სოფია ლანვერის განცხადებით, ისრაელისთვის საქართველოს მხარდაჭერა, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაშიც იგრძნობოდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ის ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავების მომხრეა.

"საქართველოში პირველად არ ვარ და კარგად ვიცი ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ, რომელიც 2600 წელია გრძელდება და ვისრვებდი, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს როგორც ეკონომიკის, ისე კულტურის სფეროში", - განაცხადა სტუმარმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42