ლადო საღობელაშვილის მუქარა ახალაიას მხარდამჭერებს: ჩვენ ვერ ავიტანთ მათ პარპაშს!
სოც.მედია - 21:35, 19 Oct, 2014     2067

ორგანიზაცია ,,თავისუალი თაობის“ დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი მიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას ახალაიების მხარდამჭერთა ,,ალაგმვისკენ“ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სადღობელაშვილი აცხადებს, რომ ამის გაკეთებას საზოგადოების ,,პროგრესული“ ნაწილი აიღებს თავის თავზე.

სადღობელაშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას!!! ახალაიების მკვლელებისგან და ზონდერებისგან შემდგარი ბანდები ყველა ზღვარს გადავიდნენ. დღეს ისინი მასობრივად თავს ესხმოდნენ მოქალაქეებს, რომლებმაც პროტესი გამოხატეს მათ მიერ მოწყობილი აქციის მიმართ. ეს ავაზაკები იმდენად გათავხედნენ რომ უკვე იმუქრებიან ბაჩო ახალაიას ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში მასობრივი რეპრესიებით. გამოვა ბაჩო და ცოცხები შემდეგ ნახეთ!!!-ეს და მსგავსი ფრაზები უკვე მათ ყოველდღიურ ტერმინოლოგიად ქცეულა. ახალაიას ბანდის წევრები დღეს პრემიერს მიუვარდნენ სახლში, ხოლო ხვალ თითოეულ ჩვენთაგანს გვემუქრება საფრთხე. იმის მაგივრად რომ ეს კაცისმკვლელები, ნაძირლები , მანიაკები და სადისტები ციხეში იჯდნენ თქვენ უფლებას აძლევთ და მათ აგრესიული აქციების მოწყობაში ხელს არ უშლით. როდემდე ვუყუროთ თქვენს რბილ და მოფერებით პოლიტიკას ახალაიას ბანდის წევრებთან??? მოთმინების ფიალა უკვე აივსო, ჩვენ ვერ ავიტანთ მათ პარპაშს. დღევანდელმა პროვოკაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს ნაძირლები მზად არიან სისხლი დაღვარონ თავიანთი ბანდის ატამანის გასათავისუფლებლად. ჩვენ დღეს არ მივედით ნაცზონდერების აქციის ჩასაშლელად, რადგან მოვერიდეთ სიტუაციის ესკალაციას, მაგრამ ეს არის ჩვენი ბოლო გაფრთხილება---პატივცემულო ხელისუფალნო ან გამოიყენეთ კანონით მონიჭებული ძალა და გაასამართლეთ ახალაიას მკვლელების და ადამიანთა მწამებლების ბანდა და ან ჩვენ ჩვენი ძალებით ავლაგმავთ მათ პარპაშს. ესე გაგრძელება აღარ შეიძლება და თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ზონდერკრიმინალთა იზოლაციას, მაშინ ამას თავის თავზე ქართული საზოგადოების პროგრესული ნაწილი აიღებს!!!!!!! - წერს სადღობელაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42