პრემიერის განცხადებას აფხაზების თვითგამორკვევასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა:
ბოკერიამ საინოფრმაციო გამოშვება ,,კურიერის" ეთერში აღნიშნა, პრემიერის განცხადება არის კატასტროფული საქართველოს ინტერესებისთვის.
"მთელი ამ წლების განმავლობაში მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მცდელობისა , თვიოთგამორკვევის ასპექტი ვერ მოხვდა საერთაშორისო დოკუმენტებში ვერსად, განსხვავებით მეზობელი აზერბაიჯანისა , სადაც ყარაბაღის საკითხში ეს ასპექტი ფიგურირებს და განსხვავებით კოსოვოსი, სადაც ამ ასპექტზე დაყრდნობით გახდა მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს.
თვითგამორკვევა არის ერთ-ერთი ლეგიტიმური საფუძველი სახელმწიფოების შექმნისა. ჩვენი სახელმწიფოს მთავარი არგუმენტი იყო ის რომ თვითგამორკვევა ეთნიკური წმენდით არ შეიძლება და ამ ლეგიტიმური არგუმენტით მოხდა იმის მიღწევა რომ ეს ასპექტი ვერ მოხვდა საერთაშორისო დოკუმენტებში.
ამ ხელისუფლებისგანაც კი, ივანიშვილის გუნდისგანაც კი, ასეთ ფონზე როდესაც რუსეთი იწყებს აფხაზეთის ფორმალურ ანექსიას ამის განცხადება შოკისმომგვრელი იყო.
ეს განცხადება მეტყველებს იმაზე თუ რამხელა გაუგებრობაშია ის გუნდი და მისი ხელმძღვანელობა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისთვის ფუნდამენტურ ინტერესებს, და თვითონ სთავაზობენ იმ დისკურსს და ტერმინოლოგიას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის გამოყენებული. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა ასეთი საქციელის, მაგრამ ეს არის ყველაზე თვალნათელი და მჭახე.
ჩვენი ხელისუფლება ისე იაზრებს და ისე ხედავს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის პრობლემას როგორც აწყობს ჩვენ მტერს.
ივანიშვილის გუნდი მოვიდა დეკლარირებული სურვილით, რომ საქართველო უნდა გაქრეს, როგორც დაპირისპირების საგანი დასავლეთს და რუსეთსა შორის. შემდეგ კი ჩვენ ვხედავდით ამის განხორციელებას ნაბიჯ-ნაბიჯ. ცოტა ხნის წინ შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის და ლავროვის შეხვედრა, რომელზეც საქართველოს საკითხი საერთოდ არ ყოფილა."- აღნიშნა ბოკერიამ
ბოკერიამ კომენტარი მთავრობის მიერ დაანონსებულ "აგრესიულ საგარეო პოლიტიკაზეც" გააკეთა.
„აქამდე სად იყვნენ? აუცილებელი იყო, პრემიერს სრული სისულელე ეთქვა და მერე ეფიქრათ ამაზე?“ - მისი თქმით, პარლამენტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" სწორედ არსებული პოლიტიკის შეცვლა შესთავაზა რეზოლუციის მიღების სახით, რაზეც უარი მიიღო და მეორე დღეს ამ მმართველი გუნდის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ პოლიტიკა იცვლება. ამიტომ, მისი თქმით, მკაფიოდ უნდა თქვას ხელისუფლება, რას აპირებს.
ბოკერიამ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ რუსეთის ეს ახალი ინიციატივა „ფორმალური ანექსიაა", რაც დამატებით საფრთხეს ქმნის და აუცილებელია, რომ ხელისუფლება ადეკვატურად მოქმედებდეს.
მისი თქმით, ის არ აპირებს იმის ფსიქოანალიზს, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, კვალიფიკაციის ნაკლებობის შედეგია თუ მიზანმიმართული ქმედებები, რადგან ქვეყნისთვის მთავარი არის შედეგი და ეს შედეგი არის დამღუპველი.
ბოკერია თქმით, რადიკალურად უნდა შეიცვალოს ხელისუფლების მიდგომა და "ერთად-ერთი გზა არის მკაფიო გზა დასავლეთისკენ და ძალიან თანმიმდევრული დაპირისპირება რუსეთთან, რომელიც ანექსიას ახორციელებს."
"ახლა ამბობენ რომ მიდგომას ცვლიან, მთელი ეს ბოდვა, რომ წარმატებას მიაღწიეს და დაალაგეს რუსეთთან ურთიერთობა, საერთაშორისო ასპარეზზე აცხადებენ რომ ოქროს შუალედს მიაღწიეს და მათგან არაფერი ჭირდებათ. მიზანმიმართულად დისტანცირებას ახდენენ უკრაინის მოვლენებისგან, იმის მაგივრად რომ ჩვენი და მათი ოკუპაცია ერთ სიბრტყეში განხილულიყო. თუ ყველაფერი ამის შეცვლას აპირებენ ეს იქნება გასაკვირი სიურპრიზი."- განაცხად ბოკერია,
მასალის გამოყენების პირობები






