გვჭირდება უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების სისტემა- არჩილ გეგეშიძე
პოლიტიკა - 21:17, 18 Oct, 2014     909
საგარეო მიმართულებით, საქართველოს მთავრობას აქვს მთელი რიგი ნაბიჯები გადასადგმელი, რათა უფრო შედეგიანი იყოს საგარეო პოლიტიკა, ამის შესახებ საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული გაფართოებული თათბირის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა
"გამოწვევები არის ქვეყნის წინაშე. სიტუაცია მარტივი არ არის, უფრო მეტიც, რთულდება კიდეც ჩვენს გარშემო, რეგიონში, მსოფლიოში და შესაბამისად, საგარეო მიმართულებით, საქართველოს მთავრობას აქვს მთელი რიგი ნაბიჯები გადასადგმელი იმისათვის, რომ უფრო ეფექტიანად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და უფრო შედეგიანი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა", - აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ.
საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმების საკითხსაც გამოეხმაურა.
"ზოგადად, ეს ჩვენს გარშემო არსებულ ვითარებას გამოწვევის სახით აყალიბებს ჩვენს წინაშე, შესაბამისად, ჩვენ არა მარტო ამ კონკრეტული საკითხის გამო, ბევრი სხვა საკითხის გამო, გვჭირდება უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების სისტემა, რომ ვიყოთ პროაქტიულები ამ გამოწვევების წინაშე და სადაც შესაძლებელია და როგორც შესაძლებელია, მოვახდინოთ ყველაფრის იმის პრევენცია, რასაც შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს", - აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ.
მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკის ორიენტირები არ იცვლება და საგარეო პოლიტიკური კურსი ცნობილია.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42