როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ხელისუფლებაში ყოფნიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი კვლავ ახერხებს, "რთულ შეკითხვებზე ღიმილით უპასუხოს".
ჟურნალისტი პრეზიდენტს მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირებაზე უსვამს კითხვას, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ყოფილ მფარველს წლის დასაწყისის შემდეგ არ შეხვედრია და მასთან არც სატელეფონო საუბარი ჰქონია.
"რა თქმა უნდა, ივანიშვილს არ მოსწონს, როდესაც ის, ვინც თავადვე შეარჩია უმაღლესი რანგის თანამდებობისთვის, არ იზიარებს მის შეხედულებებს," – წერს ნემცოვა.
სტატიის ავტორის აზრით, დღეს ბევრ ქართველს პრეზიდენტი უფრო მეტად მოსწონს, ვიდრე ივანიშვილი ან ღარიბაშვილი. მაგრამ აქვე აღნიშნავენ, რომ "მას ნაკლები ძალაუფლება აქვს".
ინტერვიუს დროს მარგველაშვილმა რუსეთზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ ესმის, რაში სჭირდება რუსეთს საკუთარ საზღვრებთან ომი. საქართველოს კი მოსკოვთან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები ვერ ექნება, ვიდრე რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად არ აღიარებს.
მარგველაშვილი რადიკალ ისლამისტებსაც შეეხო. მისი აზრით, სახელმწიფო ძალიან ფრთხილი უნდა იყოს ამ პრობლემის მოგვარებისას და პასუხი, კანონის გაძლიერების გარდა, ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უნდა იყოს.
რაც შეეხება სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებს, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ამ რთულ პერიოდს ღირსეულად დააღწევს თავს.
მასალის გამოყენების პირობები






