გვყავს ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, რომელმაც სიტყვა გენდერი ახლახანს გაიგო- ბოკუჩავა
პოლიტიკა - 18:03, 18 Oct, 2014     2100

ქვეყანაში ძალადობის ფაქტების მომრავლებას ”ნაციონალურ მოძრაობაში” ხელისუფლების პოზიციას უკავშირებენ.

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელემა, თინათინ ბოკუჩავამ ისაუბრა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული შეფასებები და ფაქტების დამალვა დანაშაულებრივი სამყაროს წახალისებას იწვევს.

„გვყავს ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, რომელმაც სიტყვა გენდერი ახლახანს გაიგო და ხუმრობს ამაზე და ზოგადად მოგვიწოდებს, რომ გაგებით მოვეკიდოთ კრიმინალის ზრდას. გვყავს ვიცე-პრემიერი, რომელიც ქურდებთან მეგობრობით ამაყობს. გვყავს ვიცე-სპიკერი, რომელიც შუბლის გახვრეტასაც კი ამართლებს, რიგი გარემოებებით. გვყავს იუსტიციის მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ კრიმინალი არ გაზრდილა, უბრალოდ ქმრები კლავენ ცოლებს. ეს არის იგივე ადამიანი, რომელიც ყველა "ნაციონალში" ხედავს კრიმინალს, მაგრამ იმ ქმრებში, რომლებიც ცოლებზე ასეთ სისასტიკეს იჩენენ და ძალადობენ, მათში ვერ ხედავს კრიმინალს. გვყავს ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე, ეკა ბესელია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ გამოუცხადოს სოლიდარობა მსხვერპლ ქალებს, ის გვარიგებს, რომ ყველა მკვლელობას აქვს მიზეზი,“- აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42