თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ დურმიშხან ღვარჩლიანი უწყების თანამშრომელი იყო
პოლიტიკა - 17:24, 18 Oct, 2014     2514
თავდაცვის სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ენმ-ს წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებას ადასტურებს იმის შესახებ რომ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებული დურმიშხან ღვარჩლიანი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო:
"დურმიშხან ღვარჩლიანი და ჯემალ შონია 2013 წლის 10 იანვარიდან მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციაში. დურმიშხან ღვარჩლიანი, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, 2013 წლის 15 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. 4 თვის შემდეგ 2014 წლის 15 თებერვალს კი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.

ჯემალ შონია 2013 წლის 13 სექტემბერს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, 2014 წლის 13 იანვარს კი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დურმიშხან ღვარჩლიანი და ჯემალ შონია სამეგრელო- ზემო სვანეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გასამხედროებული ქვედანაყოფის წევრები იყვნენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათ, ისევე, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებული სხვა გასამეხდროებული ქვედანაყაფოების წევრებს, თავდაცვის სამინისტროში მუშაობის შანსი მიცათ.

თუმცა, დაკისრებული მოვალების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების და საქმის არაჯეროვნად შესრულებისთვის, დურმიშხან ღვარჩლიანმა და ჯემალ შონიამ რამდენიმე თვეში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შეიაღებული ძალები დატოვეს."- წერია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე დოკუმენტის ასლი წარმოადგინა. დოკუმენტის მიხედვით, დურმიშხან ღვაჩლიანი სამეგრელო-ზემო სვანეთში გაერთიანებული შტაბის თანამშრომლად დაინიშნა.

ღვაჩლიანის დანიშვნის შესახებ დოკუმენტს ხელს ირაკლი ალასანია აწერს. მინისტრის ბრძანება 2013 წლის 10 იანვრით თარიღდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42