„საქართველოს გადარჩენა გაძლიერება არის დასავლეთში და ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ძალასთან, იქნება ეს არასამთავრობო თუ პოლიტიკური პარტია , ვინც იზიარებს ამ პრინციპს. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი, ჩვენ შევეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ მოხდეს მობილიზება და გაძლიერება საქართველოში პროდასავლური ძალების“, - აღნიშნა ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ.
„გვჭირდება ზეპარტიული მოძრაობა, რომელშიც ჩართული იქნება ყველა პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსი, ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, ყოველ შემთხვევაში სასურველია ეს ასე იყოს, მაგრამ აქ იქნება ერთი საერთო მიზანი - საქართველოს ინტეგრაცია ნატოში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. უკვე დაწყებულია მუშაობა და საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობს თბილისის ნატოს ოფისთან“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
,,ევროატლანტიკური ორიენტაცია, გარდა წმინდა სამხედრო თანამშრომლობისა ცივილიზებულ დასავლეთთან, გულისხმობს ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სამართლებრივი რეფორმების გატარებას, ასეთი ტიპის რეფორმების განხორიცელება საქართველოში დაიწყო, თუმცა ნიშანდობლივია და საზოგადოების ყურადღება გამახვილებული უნდა იქნას თუნდაც 2014 წლის 1 ოქტომბრის რეზოლუციაზე, რომელიც საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო და ძალიან მწვავე კრიტიკული შენიშვნები და გაფრთხილებები გამოიცა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთი სამართლებრივი რეფორმის თაობაზე, ესეც შეიძლება არ იყოს უკანასკნელი და ჩვენ გვახსოვს მანამდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც. ამისთვის აუცილებელია არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც ატარებს დასავლურ ღირებულებებს, რათა ეს ფაქტორიც არ გახდეს ხელისშემშლელი საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების მარშრუტზე“, - განაცხადა ექსპერტმა ირაკლი კობიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






