პრაღაში რუსულ-ქართული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში მორიგი შეხვედრის შემდეგ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ კარასინი-აბაშიძის ფორმატის მნიშვნელობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა:
"ეს ფორმატი შეიქმნა 2012 წლის ბოლოს,ეს არის კომუნიკაციის არხი, ეს არ არის მოლაპარაკება, ეს არ არის კონსულტაცია. ეს არის საშუალება იმისა რათა დროდადრო შევხვდეთ რუსეთის მხარის წარმომადგენლებს და განვიხილოთ პრაქტიკული საკითხები როგორიცაა სატრანსპორტო საკითხები, ჰუმანიტარული ურთიერთობები და ა,შ.
უფრო რთული თემების განხილვა, მაგალითად რაც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არის დაკავშირებული ხდება ჟენევის კონსულტაციებზე.
კომუნიკაცია რუსეთთან აქვს მსოფლის ყველა ქვეყანას, თვით უკრაინასაც კი რომელსაც ასეთი რთული ურთიერთობა აქვს, დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გაუწყვეტია.
ამიტომ ასეთი ეჭვი და კითხვები საჭიროა თუ არა ამ ფორმატით დიალოგის გაგრძელება, ჩემი აზრით იმ გაუგებრობასთან არის დაკავშირებული თუ რას წარმოადგენს ეს ფორმატი.
მიუხედავად იმისა რომ აფხაზეთ-რუსეთის ხელშეკრულების თემა არ წარმოადგენს ამ ფორმატის განსახილველ საკითხს.ჩვენ ჩვენი ინიციატივით გავნვიხილეთ ეს პროექტი, ამის გამო ეს შეხვედრა ყველაზე რთული იყო."- განაცხადა აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






