სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა New York Times-ში გადარიცხული არ ყოფილა ხაზინის მეშვეობით- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საკითხის კომენტირებისას, რომელიც New York Times-ში დავით უსუფაშვილის სტატიის გამოქვეყნებას ეხება.
ფინანსთა მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ბიუჯეტში ლობისტებისთვის თანხები არ არის გათვალისწინებული.
"სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი თანხები ლობისტებისთვის არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხდება თანხების გადახდა. კონკრეტულად New York Times-ისთვის გადახდილი არ ყოფილა" - განმარტავს ხადური.
New York Times-ის ინფორმაციით, ინტერვიუ, რომელიც მათ გამოაქვეყნეს, შეკვეთილი იყო, როგორც რეკლამა და, შესაბამისად, რედაქციის სარეკლამო რეგლამენტის დაცვით გამოქვეყნდა.
New York Times-ის რედაქციაში აცხადებენ, რომ ინტერვიუს ტექსტი agenda.ge-მ მოამზადა და მათ სარეკლამო სტატიის სახით გადაეცათ.
ტელეკომპანია „ტაბულას“ ინფორმაციით, International New York Times-სი agenda.ge მოითხოვს, შესწორდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც agenda.ge იუწყება, რომ ამერიკულმა გადმოცემამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინტერვიუ გამოაქვეყნა.
ინფორმაციას agenda.ge-სა და International New York Times-ს შორის არსებულ მიმოწერაზე, ტელეკომპანია „ტაბულა“ ავრცელებს.
თანხის გადარიცხვას უარყოფს ასევე agenda.ge -ს ხელმძღვანელი ნატა ამაღლობელიც, მისი განცხადებით agenda.ge-მ ამერიკულ გამოცემას მხოლოდ ინტერვიუს ტექსტი გადაუგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები






