საზოგადოება „ივერია“ პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 14:39, 18 Oct, 2014     1897

საზოგადოება „ივერია“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ „ხელშეკრულების“ პროექტის შესახებ განცხადებით ეხმაურება, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოება „ივერია“ აუცილებლად მიიჩნევს გამოეხმაუროს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ კომენტარს „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ „ხელშეკრულების“ პროექტის შესახებ.

დანაშაულებრივი, ნაცისტური ხასიათის მქონე, სეპარატისტული მოძრაობა, ოკუპანტის მოწვევა და მასთან თანამშრომლობა, ეთნიკური წმენდა და ეთნიკური ნიშნით ადამიანის უფლებების მასობრივი და სისტემური უხეში დარღვევის პოლიტიკა და პრაქტიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა „აფხაზი ერის“ მიერ „წამოებულ ოცდახუთწლიან ბრძოლად თვითგამორკვევისთვის და აღიარებისთვის“.

ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რაოდენ მძიმე პოლიტიკურ დარტყმას აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული მოვლენათა ამგვარი შეფასება.

ბატონ ღარიბაშვილის კომენტარი ცხადყოფს, რომ მისი სახით საქმე გვაქვს პოლიტიკურად გაუნათლებელ, სახელმწიფოებრივი და პატრიოტული ცნობიერების არმქონე პიროვნებასთან, რომელიც დაუმსახურებლად, შემთხვევითობის წყალობით, იკავებს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ცნობიერების ასეთი დონის და ტიპის მქონე ადამიანის ყოფნა ქვეყნის უმაღლეს სახელმწიფოებრივ თანამდებობაზე უდიდეს საფრთხეს შეიცავს საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის, რადგან მისგან მომავალშიც მოსალოდნელია უმძიმესი შედეგების მომტანი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ხილული თუ უხილავი ქმედებები.

ამავე დროს, პრემიერის მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარის შედეგად მიღებული უდიდესი პოლიტიკური ზიანის აღმოფხვრის აუცილებლობა სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. აუცილებელია, პრემიერის კომენტარში გაკეთებული გზავნილის იმგვარი დეზავუირება, რომელიც კითხვის ნიშნებს აღარ დატოვებს საქართველოს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პოზიციასთან მიმართებაში ესოდენ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით ვერანაირად ვერ გამოდგება თავად ღარიბაშვილის მიერ მოგვიანებით გაკეთებული განმარტება, რომელიც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს მას საკუთარი მაღალი თანამდებობისთვის შეუფერებელ პიროვნებად.

შექმნილ ვითარებაში, საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ესოდენ სახიფათო გზავნილის დეზავუირების ერთადერთ საიმედო და ეფექტურ გზას წარმოადგენს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დაუყოვნებლივი გადადგომა თანამდებობიდან, ან მისი გადაყენება შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურის მეშვეობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაჟინებით მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისაგან დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე. მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა პრემიერ-მინისტრზე, ხოლო მისი უარის შემთხვევაში, განახორციელოს აუცილებელი პროცედურა მის გადასაყენებლად.

მოვუწოდებთ საქართველოს საზოგადოებრიობას მხარი დაუჭიროს საზოგადოება „ივერიის“ ამ მოთხოვნას.“- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42