agenda.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ნატა ამაღლობელმა „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში კომენტარი გააკეთა გამოცემა „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ INT. NEW YORK TIMES საქართველოს მთავრობას მცდარი ინფორმაციის გასწორებას სთხოვს.
„agenda.ge-ს ამაში ფული არ გადაუხდია, რაც შეეხება International New York Times პრეტენზიას ჩვენი მისამართით ვერ ვხვდები რაშია პრობლემა, რაც დავბეჭდეთ, როგორც გავაშუქეთ უსუფაშვილის სტატია ჩვენ, ისე გააშუქა მთელმა ქართულმა მედიამ, ვერ ვხვდები რა უნდა გავსწოროთ წერილი არ მოგვსვლია, მეილზე არაფერი არ გვაქვს.“- განაცხადა ამაღლობელმა.
შეგახსენებთ, გამოცემა „ტაბულას" ინფორმაციით International New York Times დაუკავშირდა agenda.ge-ს და მოსთხოვა გასწორდეს ინფორმაცია, თითქოს International New York Times-მა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტატია გამოაქვეყნა.
International New York Times ამბობს, რომ agenda.ge-ს მიერ დაკვეთილი ტექსტი განთავსდა როგორც რეკლამა სარეკლამო გვერდზე, შესაბამისი გრაფიკით, გამოცემის სარეკლამო რეგლამენტის დაცვით.
მასალის გამოყენების პირობები






