„პათოლოგიურ გამოუვალ წრეში ვართ მოხვედრილები. პათოლოგიას ქმნის ეს გაუთავებელი ზიზღი, ჩემთვის გაუგებარი აზროვნების ასეთი სიღატაკე რაც ჩვენს საზოგადოებას დაემართა. გამაოგნებელია ლაპარაკი , როდესაც ვუსმენ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარისგან განმარტებას, რომ ამას მიზეზი აქვს, ამას გამოძიება სჭირდება, მერე ? რასთან გვაქვს საერთოდ საქმე, რა მხეცი ბუდობს ასეთი ჩვენში,რომ ამხელა ზიზღი არის ნიჭიერებისადმი, ამხელა ზიზღია იმ ადამიანისადმი ვინც რაღაც შექმნა ამ ქვეყანაში. დღეს იცით ვინ იყო თბილისში ჩამოსული? ზუსტად მაშინ როდესაც ეს ქალი მოკლა მისმა ყოფილმა მეუღლემ, მაქსიმ შევჩენკო. ეს იცით ვინ არის? ეს არის ცნობილი ქართველთმოძულე, კაცი, რომელსაც აქვს ღიად გეგმები , როგორ უნდა დაიბყროს თურმე საქართვლო რუსეთმა. აი ეს კაცი აი ეს ნაძირალა შემოვიდა და არის ახლა საქართველოში. ვის შეხვდა რატომ არ ინტერესდებით, მე შემხვდა თუ ვის შეხვდა. მე რა ვთქვა , რომ გონივრული ეჭვი მაქვს? იმის მაგივრად , რომ გონივრული ეჭვები აცხადოს პრემიერ-მინისტრმა და თქვას, რომ თურმე აფხაზეთის თვითგამორკვევა ყოფილა მთელი ეს 25-ი წელი და არა გენოციდი ამდენი ადამიანის, არა დახოცვა და წამება , ცოცხლად გატყავება ხალხის. ეს არ არის გზავნილი რუსებისთვის? ეს მთავრობა არ არის პრორუსული ვიღაცა მეტყვის? არ არის მოღალატე ღარიბაშვილი და ივანიშვილი? პირდაპირი მოღალატეები ჩვენი ქვეყნის,“-განაცხადა დავით-დეფი გოგიბედაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






