რუსეთთან თანამშრომლობა საშიშია
პოლიტიკა - 22:57, 17 Oct, 2014     1977

,,რადიო თავისფულების“ ბლოგერი გიორგი ცხადაია რუსეთთან თანამშრომლობის საფრთხეებზე წერს

"რუსეთთან თანამშრომლობის საფრთხეს სანამ განვიხილავ, იქამდე მოკლედ ვიტყვი ჩემს დამოკიდებულებას წინა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მიმართ. სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ ემყარებოდა ორ, საფუძველშივე მცდარ, დაშვებას: 1) რომ ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო ძალით უნდა აღდგეს; 2) რომ დასავლეთი მზად არის, რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაზე წავიდეს საქართველოს გამო. ეს პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვა, თავზეხელაღებული იყო - ისევე, როგორც არაერთი ნაბიჯი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გადადგა.

ამავე დროს, როდესაც ურთიერთობის დათბობაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ დათბობასა და თანამშრომლობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. დათბობა გულისხმობს ნაკლებად კონფრონტაციულ რიტორიკას და წინა ხელისუფლების შეცდომებზე სწავლას. თანამშრომლობა კი მთელ რიგ სფეროებში - მათ შორის სამხედრო სფეროში - რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას გულისხმობს. მაგალითად, ჩემი აზრით, თანამშრომლობა იქნება, თუ გავხსნით ახალ ე.წ. ავარეთ-კახეთის გზას, რომელიც კახეთს დაღესტანთან დააკავშირებს.

რუსეთთან თანამშრომლობის მომხრეები საპირისპირო არგუმენტად მოიყვანენ საბჭოთა კავშირ-ფინეთის ურთიერთობას ცივი ომის დროს. ეს ურთიერთობა იმდენად პარადიგმატულ შემთხვევად იქცა, რომ მას სპეციალური სახელითაც კი მოიხსენიებენ და „ფინლანდიზაციას“ უწოდებენ. ფინლანდიზაცია გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც პატარა ქვეყანა მეზობელი დიდი ქვეყნის პოლიტიკის გავლენის ქვეშ ექცევა.

საქმე ის არის, რომ ფინეთს ასეთი პოლიტიკის გატარება შეეძლო იმ პირობებში, როდესაც მეორე სუპერსახელმწიფოს - ამერიკის ოფიციალური საგარეო პოლიტიკური დოქტრინა საბჭოთა კავშირის მიმართ იყო შეკავება. „შეკავების დოქტრინა“ გულისხმობდა ნებისმიერი საშუალებით საბჭოთა კავშირის გაფართოების შეჩერებას. ასეთ პირობებში, როდესაც დასავლეთი იმთავითვე ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამდა საბჭოთა კავშირის გაფართოებას, ფინეთს (და მის მეზობელ შვედეთსაც, რომელიც დღემდე ნეიტრალური ქვეყანაა) შეეძლო ორ დაპირისპირებულ სუპერსახელმწიფოს შორის ნეიტრალური ქვეყნის როლი ეთამაშა.

დღეს დასავლეთისგან გარანტიები არ არსებობს. ამ პირობებში რუსეთის მეზობელი ქვეყნები ცდილობენ გარანტიების მოპოვებას და რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის შეჩერებას. პარადიგმატული შემთხვევა არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდნენ და ამ გზით შეაკავეს რუსული ექსპანსია.

ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი ამ შემთხვევაში სწორედ ბალტიისპირეთი უნდა იყოს და არა ფინეთი. ამ არგუმენტს ისიც ამყარებს, რომ ფინეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავისი საგარეო პოლიტიკა შეცვალა - ევროკავშირშიც გაწევრიანდა და ნატოსთანაც აქტიურად თანამშრომლობს. უკრაინის კრიზისის შემდეგ, ფინეთსა და შვედეთში დაიწყო ლაპარაკი იმაზეც, რომ ეს ორი ქვეყანა შესაძლოა ნატოშიც გაწევრიანდნენ. 2014 წლის 27 აგვისტოს, ფინეთმა და შვედეთმა განაცხადეს, რომ ხელს მოაწერენ პაქტს, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციებში ნატოსგან სამხედრო დახმარების მიღებას გულისხმობს.

ამგვარი გზებით, ევროპის ქვეყნები ცდილობენ, შექმნან ახალი ტიპის შეკავების პოლიტიკა, რომელიც ახალ რეალობაში რუსეთის ექსპანსიას შეაჩერებს. საქართველოც ასევე ყველა გზით უნდა ცდილობდეს გარეშე გარანტიების მოპოვებას. ყველაზე მყარი გარანტია კი ამ შემთხვევაში ნატოსთან დაახლოება და ნატოში გაწევრიანება იქნება.

დღეანდელ ხელისუფლებას ბოლომდე გააზრებული არ აქვს, რომ რუსეთთან თანამშრომლობამ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეუქმნას იმ პირობებში, როდესაც დასავლეთისგან გარეშე უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს (არც ევროკავშირში ვართ გაწევრიანებული და არც ნატოში). ზემოთხსენებული ახალი გზის მშენებლობა რუსეთის სამხედრო პოზიციებს ბევრად გააუმჯობესებს. ვიღაცამ შეიძლება გულუბრყვილოდ იკითხოს, რომ ამხელა სუპერსახელმწიფოსთან დაპირისპირება ამ ახალი გზით თუ მის გარეშეც შეუძლებელია და რა საჭიროა ამ მიზეზით მომგებიან ინფრასტრუქტულ პროექტზე უარის თქმა. საქმე ის არის, რომ აქ ლაპარაკია არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებაზე, არამედ მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებაზე (რაზეც ირიბად საქართველოს უსაფრთხოებაც არის დამოკიდებული). პირველ რიგში კი, ეს გულისხმობს რუსეთის გავლენის შესუსტებას სომხეთზე.

რასაკვირველია, ლეგიტიმურია იმაზე საუბარი, რომ საქართველოს სჭირდება რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ ამავე დროს ჩვენს თავს უნდა დავუსვათ კითხვა - გვიღირს ასეთი ეკონომიკური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის საფრთხეში ჩასაგდებად? დაახლოებით 25 წლის წინ ჩვენ ჩვენი ნებით უარი ვთქვით უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნაზე საკუთარი დამოუკიდებლობის სანაცვლოდ. რუსეთი მაშინაც და ახლაც გაცილებით უფრო უკეთეს პირობებში ცხოვრობდა და ცხოვრობს, ვიდრე საქართველო. ღირს ახალ საუკუნეში იმპერიალისტურ, შოვინისტურ და ავტორიტარულ ქვეყანასთან ხელახლა „დაძმობილება“?

http://www.radiotavisupleba.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42