პრესკონფერენცია 13:00 საათზე გაიმართება.
მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, NATO-ს სამეკავშირეო ოფისში ევროატლანტიკური მიმდინარეობის ჯგუფების შეხვედრაზე გაიჟღერა ინიციატივამ, მოწვეულ იქნას ევროატლანტიკური ფორუმი, რომელშიც ჩართული იქნებიან სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების და მისი განვითარების ერთადერთი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ რაც უფრო უახლოვდება საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მეტად იზრდება რუსული საფრთხე და უფრო მეტად აქტუალური ხდება საერთო ეროვნული კონსოლიდაცია.მნიშვენლოვანია აღნიშნული თემის გარშემო საერთაშორისო პარტნიორების მიერ სხვადასხვა სახის სადისკუსიო მოედნების ორგანიზება, სადაც ხელისუფლების, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელურად ჩართული იქნებიან პოლიტიკური პარტიები. ევროატლანტიკური ფორუმის შექმნის იდეას მხარი დაუჭირეს NATO-ს სამეკავშირეო ოფისში შეკრებილმა ექსპერტებმა, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.
ამ კვირაში ევროატლანტიკური ფორუმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც კონკრეტული სამუშაო გრაფიკი იქნა განსაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები






