ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ მიწვეული სტუმრები ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციას განიხილავენ. განხილვისას სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ირმა ინაშვილსა და მაია ორჯონიკიძეს შორის.
„ირმა ინაშვილი დვანში არ მინახავს მე“, - აღნიშნა მაია ორჯონიკიძემ.
„მეც არ მინახიხართ ჭუბერზე, 200 კილომეტრი ფეხით გამოვიარე ოკუპანტმა რომ დაიპყრო აფხაზეთი, მე როგორც ჟურნალისტი ისე ვიყავი და ვიცავდი ჩემს ქვეყანას“, - მიმართა ინაშვილმა ორჯონიკიძეს.
„ჭუბერი იმიტომ გამოიარეთ, რომ მერე გემსახურა პუტინისთვის?“, - იკითხა ორჯონიკიძემ.
„დაასრულეთ ქალბატონო მაია, მე თქვენ დამამშვიდებელი წამალი წამოგიღეთ რომ დაწყნარდეთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„თქვენ სხვა წამლებიც გექნებათ, „სუბოტექსი“ გექნებათ, მერე ვინმეს ჩაუდებთ“, - მიმართა ინაშვილს ორჯონიკიძემ.
„ასეთი ფრაზების შემდეგ წესით უნდა დაგკითხონ, გაჩუმდით თუ შეიძლება“, - განაცხადა ინაშვილმა.
„თქვენ არ ხართ ჟურნალისტი, ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფას ნუ აყენებთ, თქვენ ხართ „გრუ“-ს აგენტი“, - დასძინა ორჯონიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






