აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება
პოლიტიკა - 19:06, 17 Oct, 2014     890

ამ დღეებში რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რითაც ფაქტობრივად აგრძელებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და 2008 წლის სექტემბერში აღებული ვალდებულებების იგნორირებას.

ა.წ. 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა ”რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" პროექტი.

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, რუსეთსა და ”აფხაზეთის რესპუბლიკას” ექნებათ თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცე საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურით ანუ ჯარით, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ”სახელმწიფო საზღვრების” ერთობლივი დაცვით, რაც თავისთავად ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფაქტობრივად მდინარე ენგურზე გადმოტანას; ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე იმოქმედებს შინაგან საქმეთა ერთობლივი ორგანოები. ”ხელშეკრულების” ეს და სხვა პუნქტები განაპირობებს რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოს - დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიის ანექსიის იურიდიულად გაფორმების დაუფარავ მცდელობას.

აღნიშნული ქმედებით რუსეთი საქართველოს დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეწინააღმდეგება, რითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ყველანაირად ხელს უწყობს.

საუბარი ”ორი ქვეყნის” - რუსეთისა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის სახელით მაშინ, როცა მსოფლიო თანამეგობრობა აფხაზეთს აღიარებს საქართველოს განუყოფელ, მაგრამ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად, საიდანაც გამოდევნილია მოსახლეობის უმრავლესობა, საერთაშორისო იურიდიულ ნორმებს ეწინააღმდეგება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო პროტესტს აცხადებს რუსეთის მორიგი პოლიტიკური დივერსიული ქმედებების გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს ხმა აღიმაღლონ რუსეთის დამპყრობლური გეგმების მიმართ, რაც ფაქტობრივად არის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და ლტოლვილთა და მათ შთამომავალთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უცილობელი უფლების დარღვევა.

http://scara.gov.ge/ka/2011-09-08-07-44-18/641-2014-10-17-10-26-18.html





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42