ამ დროს, იმ საოცარ 2 კაცის ფორმატის მაგიდასთან რა ხდება? ყველაზე მძიმე საუბარი შემდგარა, - ეს გავიგე, მაგრამ აქამდე რატომ იყო მსუბუქი? კარასინმა არაფერს არ დათმობს რუსეთიო, - ეს ხომ ისედაც ნათელი იყო, ბატონებო.
საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მამებო, რაში გვჭირდება ახლა ეს კარასინ-აბაშიძის ფორმატი, რომელიც ხელს აძლევს მხოლოდ პუტინსა და მისი წარმატების მსურველებს, ანუ რუსეთის საგარეო პოლიტიკას. ასე, რომ შევეშვათ... ახლა, დავაბრუნოთ კრემლისათვის ასე მტკივნეული საქართველოს თემა დასავლეთისა და რუსეთის ურთიეთობის პრობლემათა ნუსხაში და დაუბრუნდეთ აქტიურად ფორმულას: არ ვსაუბრობთ რუსეთთან პირისპირ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ფორმატებში, დასავლეთის ქვეყნების მონიტორინგის ქვეშ, ესაა და ეს, არაფერია ამაში რთული, იმიტომ, რომ ერთადერთი სწორი გზაა.
P.S. გასაგებია პუტინს ჩვენგან ასეთი გზის არჩევის შემთხვევაში პრობლემები ემატება, თან დღევანდელ, ისედაც მძიმე სიტუაციაში, ეს მას არ მოეწონება, მაგრამ მეორე მხარეს საქართველო და მისი ტერიტორიების პრობლემებია და ამ შემთხვევაში, ქართველ ხალხს არ მოეწონება!“, - აღნიშნავს ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






