სასჯელაღსრულების სისტემაში ტუბერკულოზის შემთხვევების მკვეთრი კლება ფიქსირდება
პოლიტიკა - 18:37, 17 Oct, 2014     1122

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მონაცემებით, სასჯელაღსრულების სისტემაში ტუბერკულოზის შემთხვევების მკვეთრი კლება შეინიშნება.

მაშინ როდესაც 2012 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში სულ ტუბერკულოზით დაავადების 801, მათ შორის ახალი 533 შემთხვევა აღირიცხა, 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 237, ახალ შემთხვევებთან მიმართებაში კი 129-მდე შემცირდა. 2014 წელს მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბალია და სულ 82 შემთხვევას, მათ შორის კი ახალ 47 შემთხვევას ითვლის.

ტუბერკულოზი ბოლო ათწლეულის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც მასთან ბრძოლა 2012 წელს პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქნა დასახული.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: დაიხურა 3 დაწესებულება, სადაც საყოფაცხოვრებო პირობების გამო ინფექციის გავრცელება ერთიორად მაღალი იყო; გაუმჯობესდა სკრინინგით მოცვა; გაიხსნა ტუბერკულოზის ახალი ცენტრი; გაიზარდა სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება; გაუმჯობესდა გვერდითი ეფექტების მართვა; გაუქმდა კანონმდებლობაში არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ბრალდებულთა გადაყვანა ტუბერკულოზის ცენტრში იკრძალებოდა; მიღწეულ იქნა პაციენტთა შორის სეპარაციის რეჟიმი და სხვა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42