,,საშინელება მოვისმინე ტელევიზიით ამ ადამიანისგან, რომელსაც პრემიერ მინისტრს ეძახიან, თქვა ასეთი რამ -„უძველესი აფხაზი ერი ...და მე ვზრუნავ მათზე“. მეგობრებო, მთელი პრობლემა ამაში მდგომარეობს, გავახილოთ ფართოდ თვალები, ადამიანმა არ იცის რას ნიშნავს სიტყვა კოლხეთი, ის საუბრობს დღეს, რომ აპირებს ხვალ კიდევ რაღაც შეთავაზების გაკეთებას, მთელი უბედურება ამაში მდგომარეობს, პრობლემა კიდევ ის არის, რომ ეს ტერმინოლოგია „არსებობს უძველესი მოძმე ერი“ არის რუსული ტერმინოლოგია, საქართველოს მიწაზე არსებობს ქართველი ერი და სხვა ეთნიკური ჯგუფები, მაგრამ აფხაზეთში არიან მარტო სეპარატისტებიო და ტერორისტები", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება, შემაშფოთებელია. პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულება ამ ფორმით გაფორმდება, ის, პირველ რიგში იქნება საფრთხის შემცველი აფხაზებისთვის, "როგორც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ერისთვის"."არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით",- განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






