პრემიერმა თქვა, რომ აფხაზებმა უნდა შეინარჩუნონ თავიანთი იდენტობა თავისუფალ სივრცეში - ალასანია
პოლიტიკა - 18:00, 17 Oct, 2014     1600
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკა თვითონ აფხაზების ინტერესებსაც ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
ალასანია ამით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რუსეთსა და აფხაზეთს შორის "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების თაობაზე გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. "ყველამ კარგად ვიცით რაც იყო, ეს იყო ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი ეთნიკური წმენდა. მათ შორის იმ ადამიანების დახვრეტა, რომელიც განხორციელდა 27 სექტემბერს. აქედან გამომდინარე, დღეს გვაქვს ფაქტობრივად ოკუპაცია და ანექსიის დასაწყისი. პრემიერი რას გულისხმობს მე გეტყვით, რაც მან თქვა არის ის, რომ ეს პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, თვითონ აფხაზების ინტერესებსაც ეწინააღმდეგება. მათ უნდათ შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა, ამას შეინარჩუნებენ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ სივრცეში - საქართველოსთან ერთად ევროპაში. ეს არის ის მესიჯი და გზავნილი, რაც პრემიერმა გაუგზავნა აფხაზებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება, შემაშფოთებელია. პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულება ამ ფორმით გაფორმდება, ის, პირველ რიგში იქნება საფრთხის შემცველი აფხაზებისთვის, "როგორც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ერისთვის"."არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით",- განაცხადა პრემიერმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42