თამარ სანიკიძე საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას განაგრძობს - შაშკინი
პოლიტიკა - 17:51, 17 Oct, 2014     1410

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შაშკინის განმარტებით, თამარ სანიკიძე ადეკვატურად ვერ აფასებს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის 300 პროცენტიან ზრდას:

„სამწუხაროდ, მე არ მაქვს იმედი, რომ განათლების მავნებელი მინისტრი სანიკიძე ადეკვატურად აფასებს იმას, თუ რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს სტატუს შეჩერებული სტუდენტების რაოდენობის 300%-ით ზრდა. ის აგრძელებს საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას და პრობლემის იგნორირებას. ამიტომ, მე მივმართავ ქართულ საზოგადოებას და ყველა იმ ადამინას, ვისაც სჯერა იმის, რომ განათლებაზე არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი:

2012 წლის ივნისში,პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით, ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც აგვარებდა სტატუს შერჩებული სტუდენტების პრობლემას. კერძოდ, კანონში უმაღლესი განათლების შესახებ უნდა შესულიყო ცვლილება, რის შედეგად, ყოველ უმაღლეს სასწავლებელს დაევალებოდა, რომ სასწავლებლის ბიუჯეტის 5% მიმართული ყოფილიყო წარჩინებული სტუდენტების სასწავლო გრანტებით უზრუნველყოფაზე. ანუ, ყველა სასწავლებელში იქმნებოდა ფონდი, რომლის მეშვეობით კარგი სტუდენტები მიიღებდნენ სასწავლო გრანტებს. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოყოფდა 3 500 000 ლარს წელიწადში თსუ-ს ფონდისთვის, რადგან მისი ბიუჯეტი ამჟამად აღემატება 70 000 000 ლარს. ამითი მარტო თსუ-ში, 1 500 სტუდენტს სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა შეექმნებოდა.

5% არ არის ის ვალდებულება, რომელიც ფინანსურ პრობლემებს შეუქმნიდა უნივერსიტეტებს; ამავრდოულად იქმნებოდა სტატუს შეჩერებული სტუდენტების პრობლემის მოგვარების წინაპირობა.

ამ კანონის მიღება ვერ მოვასწარით არჩევნების გამო. ახალმა მინისტრებმა, ჯერ მარგველაშვილმა და მერე სანიკიძემ, არ ისურვეს ამ პრობლემებით თავის შეწუხება. შედეგად, ჩვენ მივიღეთ 33 000 სტატუს შეჩერებული სტუდენტი. ახლაც შეიძლება ამ მარტივი კანონის ცვლილებით პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარება.

ამის გარდა კიდევ იყო დაგეგმილი 2 მნიშვნელოვანი რეფორმა ამ მიმართულებით, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით... „, - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42