სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მკვლელობებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ნანუაშვილის განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოები ადეკვატურად არ რეაგირებენ. შედეგად კი საჭიროა არსებული პრობლემის მოგვარება:
"სამართალდამცველი ორგანოები, სამწუხაროდ, არ რეაგირებენ დროულად და ადეკვატურად მსგავს შეტყობინებებზე და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგადად დამოკიდებულება შეიცვალოს. საგანგაშოა, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ხდება მსგავსი დანაშაული და სამწუხაროდ არანაირი სტრატეგია სახელმწიფოს მხრიდან იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, არ არსებობს. საჭიროა არა ერთჯერადი გამოძიება კონკრეტული ფაქტის, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება.
რაღაც მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მათ შორის შეიძლება იყოს კანონმდებლობის გამკაცრება, უშუალოდ პოლიციელებთან უფრო მეტი მუშაობა, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოახდინონ რეაგირება ძალადობის შემთხვევებზე. ვფიქრობ, პოლიტიკურ ნებაზეცაა საუბარი, მესიჯი უნდა იყოს თითოეული პოლიციელებისადმი, რომ მათ მოახდინონ რეაგირება მსგავს შეტყობინებებზე დროულად", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






