პარლამენტის თავმჯდომარე "ილიაუნიში" მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა
პოლიტიკა - 15:30, 17 Oct, 2014     2187

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი ნორმების შემოღებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრის დაწყების წინ პარლამენტის თავმჯდომარე "ილიაუნში" მოხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

"პროექტს ჩვენ კენჭს ვუყრით იმ საზარელი ტრაგედიის ფონზე, რომელიც ილიას უნივერსიტეტში დატრიალდა. იქნებ ამ კანონებით შევეხმიანოთ ამ უმძიმეს მდგომარეობას, მაგრამ მხოლოდ კანონი ვერაფერს უშველის", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პროექტის მიხედვით, ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებული პირები დამატებითი უფლებებით ისარგებლებენ. საკანონმდებლო პაკეტით დაზარალებულთათვის უფლებებისა და დაცვის გარანტიების გაზრდა ხდება.

პროექტის თანახმად, მსხვერპლს ენიჭება უფლებამოსილება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოს მიმართოს, მიიღოს კონპენსაცია კანონით დადგენილი წესით, ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით და ა.შ. ახალი კანონის პროექტის მიხედვით, მათ ეძლევათ უფლება დარჩნენ საკუთარ სახლში იმ შემთხვევაში, თუ მათ ასე ურჩევნიათ, მოძალადე კი, ვალდებული იქნება თავის საკუთრებაში მყოფი სახლი დატოვოს ასეთ სიტუაციაში. გარდა ამისა, ცხელი ხაზის უფასო მომსახურეობა ერთ-ერთი ცვლილებათაგანია, რომელიც დაზარალებულებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.

პარლამენტმა, საკანონდმებლო პაკეტი, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი ნორმების შემოღებას ითვალისწინებს მესამე მოსმენით, ერთხმად დაამტკიცა, ამ მიმართულებით ცვლილებები საკუთრივ "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონში და მთელ რიგ სხვა კანონებში შედის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42